Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კიკნაველიძემ დატოვა „ევროპული საქართველო"-ს რიგები


ირაკლი კიკნაველიძე

პარტია „ევროპული საქართველო"-დან წავიდა ირაკლი კიკნაველიძე. „დრო მოვიდა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე. დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ. ვხედავ და მჯერა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა, შედარებით ტრადიციულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, სულაც არაა ამ ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანის ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომელსაც მინდა, რომ მივაღწიო.

დღეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმს, რომელსაც საღი აზრი რახანია დაკარგული აქვს და მზადაა, საშიში პროვოკაციების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ასიათასობით ადამიანია ჩართული, წინა ხაზზე კი პოლიტიკოსებთან ერთად ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მოტივირებული ადამიანი დგას. სწორედ ამ ბრძოლაში ვაპირებ ბოლომდე მონაწილეობას", - წერს „ფეისბუკზე" კიკნაველიძე.

ის წარმატებას უსურვებს „ევროპულ საქართველო"-ს. „ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის", - წერს ირაკლი კიკნაველიძე.

10 აპრილს, ყრილობის წინ პარტია დატოვეს თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG