Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტულის ოლქში მცხოვრებმა ბლოგერმა რამზან კადიროვს პატიება სთხოვა და გააუქმა თავისი ანგარიში ინსტაგრამში


რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი

რუსეთის ტულის ოლქში მცხოვრებმა ბლოგერმა, მეტსახელით „ანდრეი ბუშმელიოვი“, რომელმაც TikTok-ის სოციალურ ქსელში ჩეჩნეთის რეგიონის ლიდერს შაითანი უწოდა, - ბოდიში მოუხადა რამზან კადიროვს და გააუქმა თავისი ანგარიში. მაგრამ, როგორც „კავკაზ.რეალიი“ იუწყება, პატიების თხოვნის შესახებ ვიდეომიმართვა ხელმისაწვდომია ინსტაგრამის არხ eldit_net-ზე.

ერთი დღის წინ „ანდრეი ბუშმელიოვმა“ რამზან კადიროვს უწოდა შაითანი (ავსული) და გამოთქვა ვარაუდი, რომ ის მოკვდება ძალადობრივი სიკვდილით, რის გამოც ურჩია, რომ ყოველთვის თან ატაროს პისტოლეტი.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რამზან კადიროვს უწოდებენ „შაითანას“ და ამისთვის შემდეგ ბოდიშს იხდიან, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის ლიდერის გარემოცვის ზემოქმედების ან მუქარის შედეგად.


ზუსტად ერთ კვირის წინ რამზან კადიროვს საჯარო ბოდიში მოუხადეს იმ მოზარდის მამამ და ნათესავებმა, რომელმაც ინსტაგრამის ერთ-ერთ კომენტარში შაითანი (ავსული) უწოდა ჩეჩნეთის ლიდერს. პატიების ამსახველი ვიდეო სახელმწიფო ტელეარხმა „გროზნომ“ გაავრცელა.

15 წლის სკოლის მოწაფის მამა პატიებას ითხოვს შვილის „არასწორი აღზრდისთვის“ და პირობას დებს, რომ მას სერიოზულად მიხედავს. ვიდეოზე თავად მოზარდი მამის გვერდით ზის.

17 მაისს რამზან კადრივი პირდაპირ ეთერში საუბრის დროს დაიმუქრა იმ კომენტატორის განადგურებით, რომელმაც მას „შაითანი“ უწოდა.

ვიდეოკამერის წინ საჯარო ბოდიშის მოხდა გავრცელებულ პრაქტიკად იქცა ჩეჩეთში, სადაც რამზან კადიროვის კრიტიკოსთა ნათესავები ძალიან ხშირად დამცირების და საჯარო გაკიცხვის ობიექტები ხდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG