Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა


ბრიუსელში გაემგზავრა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიას და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრს, კახაბერ ქემოკლიძეს ბრიუსელში შეხვედრები აქვთ ევროპარლამენტარებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისსა და ნატოში. გახარია და ქემოკლიძე შეხვდებიან ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებსაც.

11 ივნისს, გიორგი გახარია თბილისში შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რიკერს.

გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად დაასახელა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების გამო აზრთა სხვადასხვაობა მასსა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლებს შორის. 29 მაისს, გახარიამ დააფუძნა პარტია "საქართველოსთვის".

XS
SM
MD
LG