Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებზე თავდასხმას შსს ძალადობისა და საქმიანობის ხელის შეშლის მუხლით იძიებს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის გამოძიება ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის მუხლებით დაიწყო. ინფორმაცია უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

"რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილი ცალკეული პირების მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. რუსთაველზე პოლიციის თანამშრომელთა რეაგირების შედეგად მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე არიან განთავსებული", - აცხადებენ შსს-ში.

  • სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი - ძალადობა სამსახურებრივი საქმიანობის გამო ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე ვადით;
  • სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

"თბილისი პრაიდი" წელს კიდევ ერთხელ ცდილობს საქართველოში "ღირსების მარშის" გამართვას. ხელისუფლების წარმომადგენლების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ მარშის გამართვა მიზანშეუწონელია. ხელისუფლებასთან ერთად საპატრიარქომაც გაავრცელა განცხადება და კონტრაქცია დააანონსა. აქციის ძალადობრივი მონაწილეები დღეს დილიდან უკვე შეიკრიბნენ და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG