Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ნოე ჟორდანიას ვაჟი


99 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჯებ ჟორდანია, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ვაჟიშვილი.

რეჯებ ჟორდანია ნოე და ინა ჟორდანიების ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. ის 1921 წლის 10 დეკემბერს უკვე ემიგრაციაში, პარიზში დაიბადა და ბოლო დრომდე საფრანგეთში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ნოე ჟორდანიას შვილიშვილმა ქრისტინე ფაღავა-ბულეზმა გაავრცელა.

მამა, ბიძა, ბაბუა, პარტნიორი, მუსიკოსი, მეზღვაური, მასწავლებელი, მწერალი, კატის მოყვარული, მოგზაურობის მოყვარული... მამამისის და დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიის ერთგული“, - ასე ახასიათებს ის რეჯებ ჟორდანიას ფეისბუკის გვერდზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG