Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა საბერძნეთსა და ერაყს მიმართავს დახმარებისთვის ბელარუსიდან მიგრანტთა ნაკადთან დაკავშირებით


ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ, გაფრთხილება გამოთქვა, რომ ბალტიის სახელმწიფომ, შესაძლოა, კვლავ განიცადოს მიგრანტების "უეცარი" მოდინება ბელარუსის მცდელობების გამო - მოახდინოს ხალხის მოზღვავება მესამე ქვეყნებიდან.

ვილნიუსმა და ევროპის კავშირმა ბელარუსის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, დაადანაშაულეს მიგრანტების უკანონო შემოდინების ორგანიზებაში, ბალტიის სახელმწიფოს დასჯის მიზნით, მისი მხრიდან ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერის გამო.

15 ივლისს ათენში ვიზიტისას, შიმონიტემ განაცხადა, რომ წელს, ამ დრომდე, "20-ჯერ" მეტმა ადამიანმა გადმოკვეთა საზღვარი, ვიდრე 2020 ან 2019 წელს.

წელს, ამ დრომდე, ლიეტუვამ დააკავა ბელარუსიდან შემოსული 1700-ზე მეტი მიგრანტი. ეს მაჩვენებელი 81-ს შეადგენდა მთელი 2020 წლისთვის. მხოლოდ ივლისში, 1100 მიგრანტი შემოვიდა ლიეტუვაში ბელარუსიდან.

მაშინ, როცა აქტუალური ციფრები შესაძლოა, უფერულად გამოიყურებოდეს იმასთან შედარებით, რასთანაც ევროპის კავშირის ზოგიერთ ქვეყანას უწევს დაპირისპირება, "რაც შემაშინებელია, არის ტენდენცია", - განუცხადა მან ჟურნალისტებს თავის ბერძენ კოლეგა კირიაკოს მიცოტაკისთან მოლაპარაკებების შემდეგ. ლიეტუვა ლუკაშენკას ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი კრიტიკოსია, რომელიც მისი რეჟიმის წინააღმდეგ ევროპის კავშირს მძაფრი პასუხისკენ მოუწოდებდა.

XS
SM
MD
LG