Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 24 საათში COVID-19-ით 27 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 27 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 41 965 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 3 196 შემთხვევა. მათგან 1 487 თბილისში. რეგიონებს შორის ყველაზე მეტი - 517 შემთხვევა აჭარაშია.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 7.62​%;
  • ბოლო 7 დღის - 7.35 ​%;
  • ბოლო 14 დღის - 6.78 ​%.

ბოლო დღე-ღამეში 1 147-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 14 738 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 481 591 ​აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 157 754​.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 419 534​ შემთხვევა. მათგან 382 393​ გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5 820 ადამიანი.

XS
SM
MD
LG