თალიბანმა ავღანეთში ხელში ჩაიგდო ჩრდილოეთის სტრატეგიული პროვინცია ყუნდუზის დედაქალაქი, სადაც, გავრცელებული ცნობებით, ექსტრემისტებს ჩაბარდა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ასობით წევრი - იმ ფონზე, როცა ჩრდილოეთის ქალაქ მაზარ-ე შარიფში პრეზიდენტი აშრაფ ღანი ჩავიდა, გარშემოტყმული სამთავრობო ძალების გასამხნევებლად.
ყუნდუზის აეროპორტი ექსტრემისტების ხელში 11 აგვისტოს გადავიდა, როცა სამთავრობო ნაწილის უმრავლესობა მათ დანებდა, ნაწილმა კი ყუნდუზის ალიაბადის ოლქს შეაფარა თავი, - უთხრეს რადიო თავისუფლებას წყაროებმა, ანონიმურობის დაცვის გარანტიით.
თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა ტვიტერით დაწერა, რომ ჯგუფი აეროპორტს დაეპატრონა და ატვირთა ვიდეო, რომელიც თითქოს აჩვენებს, როგორ უერთდებიან სამთავრობო სამხედროები ექსტრემისტთა რიგებს.
თალიბანი ამჟამად აკონტროლებს რეგიონული დედაქალაქების მეოთხედზე მეტს.