Accessibility links

site logo site logo

ბორელი აცხადებს, რომ თალიბანის ახალ მთავრობას არ აღიარებს, მაგრამ ურთიერთქმედება მასთან ექნება


ჟოზეპ ბორელი, 2021 წლის ივლისი

ევროპის კავშირმა გამოაცხადა, რომ არ გეგმავს აღიაროს ავღანეთის ახალი მთავრობა, მაგრამ ურთიერთობა „ოპერატიულ საფუძველზე“ ექნება ადმინისტრაციასთან, რომელსაც თალიბები ჩაუდგებიან სათავეში.

„იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ავღანეთის მოსახლეობას, დაგვჭირდება ავღანეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთქმედება, მაგრამ ეს არ ნიშნავს აღიარებას“, თქვა 3 სექტემბერს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა.

ევროკავშირის ქვეყნები თალიბანთან კონტაქტების კოორდინირებას აპირებენ ქაბულში ერთობლივი ყოფნის გზით, რათა მეთვალყურეობა გაუწიონ ევაკუაციას და უზრუნველყონ ახალი მთავრობის მიერ უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების სფეროში ვალდებულების შესრულება. ბორელის თქმით, თალიბანმა უნდა ჩამოაყალიბოს წარმომადგენლობითი მთავრობა, ქვეყანაში დახმარების შეტანის ნება დართოს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს და ნება დართოს საფრთხეში მყოფ უცხოელებს და ავღანელებს, დატოვონ ქვეყანა.

"გადავწყვიტეთ შეთანხმებით ვიმოქმედოთ, რათა მოხდეს თალიბანთან კონტაქტების კოორდინაცია, სხვათა შორის, ერთობლივი ყოფნით ქაბულში, თუ უსაფრთხოების გარანტია იქნება", დასძინა ბორელმა სლოვენიაში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს.

მისი თქმით, ევროკავშირი ესწრაფვის ასევე კოორდინირებას პარტნიორებთან რეგიონში ისეთ სფეროებში, როგორიცაა მიგრაციული ნაკადები და ორგანიზებული დანაშაული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG