Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„Hamovida თუ არ hamovida, საკითხავი აი ეს არის“ - როგორ ხუმრობენ სოციალურ ქსელებში სააკაშვილის გამოჩენაზე


"ხალხო მეზობელ ქვეყანაში ვერ გადადის შიშით და მაგის გჯერათ რომ აქ ჩმოვიდა და დასეირნობს ?"

"Hamovida თუ არhamovida, საკითხავი აი ეს არის"

" მიდის, მოდის, ადგილზე დგას. რა არის?"

"დადასტურდა, რომ ხელისუფლებას ეპარება."

"ჩემთანაა ხონში, ოთახში გიფსკარდონს აკრავს"- ეს ყველა კომენტარი მიხეილ სააკაშვილს "ეძღვნება"

მას შემდეგ რაც დილით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკზე" განაცხადა, რომ საქართველოშია და ამის დამადასტურებლად ვიდეო გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელში დაიწყო დისკუსია რეალურია თუ არა ვიდეო, სად არის გადაღებული და ჩამოვიდა თუ არა სააკაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და "ქართული ოცნება" ამბობს, რომ არა, მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს რომ „ის აქ არის“. ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს არც საზოგადოებას, სამაგიეროდ აქვთ ათასგვარი ვერსია და შეფასება მიმდინარე მოვლენებზე.

XS
SM
MD
LG