Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს


საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა. აქედან ოთხი - ოქროსი. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ). მძიმე წონაში, ინანეიშვილის გარდა, კვარცხლბეკზე ირაკლი დემეტრაშვილიც (+100 კგ) ავიდა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამოცდათორმეტ ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG