Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 7 პირი დააპატიმრეს


კოსოვოს პოლიციის სპეცდანიშნულების ძალები რეიდის დროს
კოსოვოს პოლიციის სპეცდანიშნულების ძალები რეიდის დროს

12 ოქტომბერს კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს იმ 7 ეჭვმიტანილიდან ერთ-ერთი, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ტერაქტების მომზადებისა და დაფინანსების ბრალდებით დააკავეს.

10 ოქტომბერს პრიშტინასა და პეჩაში ჩატარებული რეიდების შედეგად პოლიციამ დააკავა 5 ეჭვმიტანილი, რომელთა ჩხრეკის დროს „დიდი ოდენობით“ იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება და ნაღდი ფული ამოიღეს.
ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებაში ეჭვმიტანილი 2 პირი პოლიციამ მომდევნო დღეს პრიშტინასა და ფუშში დააკავა.
დაკავებულებას სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის უშიშროების წარმომადგენლებზე სავარაუდო თავდასხმების ორგანიზებაში ედებათ ბრალი და მათ ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ ჯგუფის დაკავებას წინ უძღოდა „მრავალთვიანი გამოძიება“.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, არდიან ჯურაი, რომელიც 2015 წელს იქნა გამოძევებული გერმანიიდან, პროკურატურის განცხადებით, ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირშია ეჭვმიტანილი. 2018 წელს პრიშტინის სასამართლომ მას 17 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მაგრამ სააპელაციო სასამართლო ეს განაჩენი გააუქმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG