Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტს არ იყენებს პოლიტიკურ იარაღად


ვლადიმირ პუტინმა დაიცვა ევროპაში რუსეთის გაზის ექსპორტის სანდოობა. მან თქვა, რომ მოსკოვს უფრო მეტის მიწოდებაც შეუძლია და უარყო ბრალდებები, რომ რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

13 ოქტომბერს მოსკოვში, ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, პუტინმა ასევე უკუაგდო მოსაზრება, რომ რუსეთს წვლილი შეაქვს ბუნებრივ აირზე ფასების სარეკორდოდ გაზრდაში. „ეს არაა ჩვენი პრობლემა; ეს ევროპელების ბრალია“, თქვა მან პრესკონფერენციაზე.

პუტინის განცხადებამდე ევროპის კომისიამ 13 ოქტომბერს წევრ ქვეყნებს წარუდგინა საშუალებები, როგორ დაიცვან ოჯახები და ბიზნესი ენერგომატარებლებზე ფასების სწრაფი ზრდის პირობებში.

ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში გაზის ფასებმა სარეკორდო ნიშნულებს მიაღწია უკანასკნელ კვირებში. ამან გამოიწვია ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა ისეთ ქვეყნებში, სადაც გაზი ელექტროსადგურების ძირითადი საწვავია. ოჯახებს მოახლოებული ზამთრის წინ ეზრდებათ ენერგეტიკის ხარჯები.

XS
SM
MD
LG