Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კოვიდი დაუდასტურდა კიდევ 4000-ზე მეტ ადამიანს, 45 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 45 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 9900-ს აჭარბებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 46 107 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 4 009 შემთხვევა. 5177-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

28 ოქტომბრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 8.69%;
  • ბოლო 7 დღის - 8.89%;
  • ბოლო 14 დღის - 8.97%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 707 290 შემთხვევა. მათგან 647 878 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 9 918 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG