Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალენჯიხაში მეორე ტური ოპოზიციის კანდიდატმა მოიგო - ცესკო


გიორგი ხარჩილავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
გიორგი ხარჩილავა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ცესკოს წინასწარი შედეგებით, ხმების 100 პროცენტის დათვლის შემდეგ, ოპოზიციის მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც თვითმმართველობის მეორე ტურში გაიმარჯვა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ხარჩილავაა. ხმების 100 პროცენტის დათვლის შემდეგ მან წინასწარი შედეგებით 51.10 % მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გოგა გულორდავამ კი — 48.90%.

გიორგი ხარჩილავამ არჩევნების პირველ ტურში წალენჯიხაში 39,6%, “ქართული ოცნების” კანდიდატმა 38,2%, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსათვის“ წარმომადგებელმა, ხვიჩა მებონიამ - 19%- მიიღო.

30 ოქტომბერს, წინასწარი შედეგებით "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა დაკარგა წალენჯიხის საკრებულოშიც, მეორე ტურში წალენჯიხის საკრებულოს 5 მაჟორიტარული ადგილისთვის ბრძოლაში 4-ში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში — “ქართულმა ოცნებამ”.

30 ოქტომბერს მეორე ტური 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა; ცესკოს წინასწარი მონაცემებით ყველგან, წალენჯიხის გარდა, მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.

ნახეთ მეორე ტურების ცესკოს წინასწარი შედეგები აქ

ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლისთვის" ემზადება.

XS
SM
MD
LG