აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კიდევ ერთ მცდელობაში ვერ მიაღწია წარმატებას, ხელი შეეშალა კონგრესის გამომძიებლებისთვის, რომლებიც წელს, 6 იანვარს, კაპიტოლიუმთან არეულობის დეტალებს იკვლევენ. ტრამპმა მოსამართლეს სთხოვა, არ გადაეცათ გამოძიებისთვის თეთრი სახლის ჩანაწერები.
აშშ-ის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ტანია ჩუტკანმა, 10 ნოემბერს უარი თქვა, შეეჩერებინა ადრე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გამომძიებლებს ნებას რთავდა, მიეღოთ თეთრი სახლის ჩანაწერები, რომლებიც შეეხება კაპიტოლიუმთან და მის შენობაში მომხდარს.
ტრამპის ადვოკატებმა ჩუტკანს მიმართეს თხოვნით, შეეჩერებინა თავისი გადაწყვეტილება მანამდე, სანამ ისინი მას უფრო მაღალი ინსტანციაში გაასამართლებდნენ. მათ ასეთივე თხოვნით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ჯერ საკითხის შესახებ მათ არ გამოხმაურებია.
საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა, რომ სჭირდება გამოთხოვილი მასალები, რათა დაადგინოს, რა შესაძლო როლი ითამაშა ტრამპმა არეულობის გასაღვივებლად, როცა მისი მომხრეები ცდილობდნენ კანონმდებლებისთვის შეეშალათ ხელი, დაემტკიცებინათ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება.
ტრამპი ამტკიცებს, რომ გამოძიების მიერ გამოთხოვილ მასალაზე ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების პრივილეგია, რომელიც იცავს თეთრი სახლის ზოგიერთი შეტყობინების კონფიდენციალურობას. მოსამართლე ჩუტკანი არ ეთანხმება ამას და აცხადებს, რომ კონგრესი ძლიერაა დაინტერესებული იმ დოკუმენტების მიღებაში, რომლებმაც შეიძლება ნათელი მოჰფინოს 6 იანვრის ძალადობას.
დაწერეთ კომენტარი