Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელა ჩარკვიანი - ვინც 2021 წელს დაგვტოვა


2021 წლის 9 ნოემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, პედაგოგი გელა ჩარკვიანი. 1992-2003 წლებში ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო, ხოლო 2006 წლიდან 2011 წლის სექტემბრამდე საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

გელა ჩარკვიანის გასვენება
გელა ჩარკვიანის გასვენება

გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანისა და თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. ის ასევე იყო მომღერლისა და კომპოზიტორის ირაკლი ჩარკვიანის მამა.

გელა ჩარკვიანი - 8 ფოტო არქივიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:16:21 0:00

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, სადაც ხშირად აქვეყნებდა ხოლმე ფრაგმენტებს თავისი წიგნებიდან, გელა ჩარკვიანმა ახალგაზრდებს მიმართა:

„ჩვენი ახალგაზრდები ფხიზლად უნდა იყვნენ, იმისათვის რომ არ დაკარგონ ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფალი საზოგადოება. ისეთი არავინ უნდა წამოისკუპონ თავზე, ვინც შეძლებს საქართველო ისევ შეათრიოს სადღაც და ამ გზით გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი. ფხიზლად უნდა იყვნენ, მაგრამ, იმისთვის, რომ არ მოტყუვდნენ, უნდა იყვნენ განათლებულები.

პოლიტიკოსები იოლად ატყუებენ მათ, ვინც საკმარისად განათლებული არ არის. უნდა იკითხონ რაც შეიძლება მეტი და თავის პროფესიულ ლიტერატურასთან ერთად, ვურჩევდი, კარგად შეისწავლონ ისტორია და პოლიტიკური ფილოსოფია. უნდა იცოდნენ სახელმწიფოს მოწყობის მოდელები და ის, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. ასე გამოუმუშავდებათ იმუნიტეტი ყოველგვარი სოციალური თუ სხვა ტიპის დემაგოგიის წინააღმდეგ. ამგვარად ჩვენ არა მარტო შევინარჩუნებთ ჩვენს მონაპოვარს, არამედ გავზრდით და განვავითარებთ მას“.

XS
SM
MD
LG