Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა


საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სარჩელი და "მთავარი არხი" 1 100 ლარით დააჯარიმა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის შემცველი კლიპების ეთერში გაშვებისთვის. მარეგულირებელი კომისიისთვის არასაარჩევნო პერიოდში ეს რგოლები პოლიტიკური რეკლამაა, "მთავარი არხი"კი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ვიდეორგოლები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება და არ შეიძლება გამხდარიყო ტელევიზიის დაჯარიმების საფუძველი.

"free misha"-ს ვიდეორგოლების ეთერში გაშვებისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ "მთავარი არხი" კანონდამრღვევად არ ცნო, თუმცა კომისიამ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საქმე წარმოებაში სააპელაციო სასამართლომ დააბრუნა. საქალაქო სასამართლომ ორი თვის ინტერვალში ერთსა და იმავე საქმეზე ორი სხვადასხვა განაჩენი გამოიტანა და ამჯერად ტელევიზია კანონდამრღვევად მიიჩნია.

"პირველმა ინსტანციამ, მოსამართლე ციცინო როხვაძემ თქვა, რომ კომისია არ იყო მართალი და "მთავარი არხი" იყო მართალი, ეს არ იყო პოლიტიკური რეკლამა და ჰქონდა მისი გაშვების უფლება. შემდგომ, როგორც ჩანს, გაეპარათ ეს გადაწყვეტილება და მარეგულირებელმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოეგვარებინა ეს საქმე და მეორე ინსტანციაში გაასაჩივრეს და უკვე ეტყობოდა იმ პროცესებს, რა ხაზით წავიდოდა სასამართლო. სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ საქმე არ იყო კარგად გამოკვლეული პირველ ინსტანციაში და დაუბრუნა პირველ ინსტანციას და ზუსტად იგივე მოსამართლემ, ციცინო როხვაძემ, რომელმაც 2 თვის წინ გვითხრა, რომ "მთავარი არხი" იყო მართალი, დღეს თქვა, რომ მას შეეშალა და "მთავარი არხი" არ არის მართალი და მარეგულირებელი კომისია არის მართალი", - თქვა არხის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG