Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ახალ სამხედრო მანევრებს იწყებს უკრაინის მახლობლად და აშშ-ს „დაძაბულობის ესკალაციაში“ ადანაშაულებს


რუსეთმა უკრაინის მახლობლად წამოიწყო სამხედრო მანევრები, რომელშიც ათასობით სამხედრო და ათეულობით სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობს. მანამდე მოსკოვმა აშშ დაადანაშაულა „დაძაბულობის ესკალაციაში“ ამერიკელი სამხედრო კონტინგენტის მომზადებით ევროპაში გასამგზავრებლად, არსებული შეშფოთების ფონზე, რომ რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეჭრას აპირებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, კონსულტაციები გამართა ევროპელ მოკავშირეებთან, ხოლო პენტაგონმა განაცხადა, რომ „მაღალ მზადყოფნაში“ მოიყვანა 8500 ამერიკელი სამხედრო, შესაძლო განთავსებისთვის რეგიონში, ნატოს ყოფნის გასაძლიერებლად.

25 იანვარს რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ დაიწყეს სწავლება ექვსი ათასი სამხედროს და 60 ავიაგამანადგურებლის მონაწილეობით როსტოვისა და კრასნოდარის ოლქებში, უკრაინის მახლობლად და მოსკოვის მიერ ანექსირებულ ყირიმში.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებებს მოჰყავთ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის განცხადება, რომ მანევრები, რომელიც საბრძოლო იარაღის გამოყენებით ეწყობა, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა. მანამდე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა განაცხადა, რომ „აშშ დაძაბულობას ამწვავებს“ და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კრემლი აშშ-ის ამ ქმედებებს თვალყურს ადევნებს დიდი შეშფოთებით“.

არ არის ცნობილი, რამდენ ხანს გასტანს რუსეთის არმიის ეს მანევრები.

ბაიდენმა 24 იანვარს, გვიან, თავის ევროპელ მოკავშირეებთან 80 წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ არის „სრული თანხმობა“ რუსეთის მიმართ დამოკიდებულების საკითხში.

უფრო ადრე პენტაგონმა განაცხადა, რომ დაზვერვის მონაცემებით, „აშკარაა, რომ რუსები არ აპირებენ დაძაბულობის განელებას“ და გამოაცხადა ამერიკული კონტინგენტის საბრძოლო მზადყოფნის შესახებ.

აშშ-მა და ნატომ პუტინისგან მოითხოვეს, მოშორდეს უკრაინის საზღვრებს და გააფრთხილეს მოსკოვი, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმას მოჰყვება გამანადგურებელი ეკონომიკური სანქციები, ასევე ნატოს ყოფნის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG