Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში 70 წლამდე ქალი მოკლული იპოვეს


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული ნახეს 70 წლამდე ქალი.

ადგილობრივები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ გარდაცვლილს თავის არეში ბლაგვი საგანი აქვს ჩარტყმული.

ისინი ვარაუდობენ, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც ძარცვას უკავშირდება, თუმცა გარდაცვლილის მეზობლებს ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა სახლიდან რამე წაღებული.

გარდაცვლილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ინციდენტის დროს სახლში არ იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებმა საქმეზე უკვე დააკავეს ერთი კაცი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG