Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორის ყვითელაშვილმა მეათე ადგილით დაასრულა პეკინი-2022-ზე გამოსვლა


მორის ყვითელაშვილმა პეკინის ოლიმპიური თამაშების ინდივიდუალურ პროგრამაში მეათე ადგილი დაიკავა. ფიგურულ ციგურაობაში, მამაკაცებს შორის თავისუფალ პროგრამაში სულ ოცდაოთხი სპორტსმენი ჩაება კონკურენციაში. მათ შორის, 26 წლის ქართველი მოციგურავეც, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეხუთე პოზიციაზე იყო.

თავისუფალ პროგრამაში ყვითელაშვილმა 170,64 ქულით მეთერთმეტე შედეგი აჩვენა. ორივე პროგრამის ჯამში კი 268,62 ქულა მოაგროვა.

ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრი ნათან ჩენი გახდა, 332,60 ქულით. ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები კი იაპონელებმა მოიპოვეს - იუმა კაგიამამ (310,05) და შომა უნომ (293,00).

მეათე ადგილი დამოუკიდებელი საქართველოს გუნდისთვის საუკეთესო შედეგად რჩება, ზამთრის ოლიმპიურ თამაშების ისტორიაში. მორის ყვითელაშვილამდე, ეს შედეგი ელენე გედევანიშვილმა დააფიქსირა, 2006 წელს, ტურინში გამართულ ოლიმპიადაზე.

XS
SM
MD
LG