Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია იწყება


ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. სისხლის დონორობის სურვილის შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 1505 ან ვებგვერდზე donor.moh.gov.ge;

სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით.

სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში.

XS
SM
MD
LG