Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინას სჭირდება სამი რამ: იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი - ანჯეი დუდა


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ტვიტერის გვერდზე აფასებს, რუსეთის სამხედროების გასვლის შემდეგ, კიევის ოლქის ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის ამსახველ კადრებს.

"დამნაშავეებს უნდა ეწოდოთ დამნაშავეები, წარდგნენ სასამართლოს წინაშე და დაისაჯონ. ბუჩის სურათები უარყოფს რწმენას, რომ ჩვენ კომპრომისი უნდა ვეძიოთ ნებისმიერ ფასად. სინამდვილეში, უკრაინის დამცველებს, უპირველეს ყოვლისა, სამი რამ სჭირდებათ: იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი. ვდგავართ უკრაინის გვერდში“,- წერს ანჯეი დუდა.

ბუჩაში ნანახის შემდეგ მსოფლიო ლიდერები რუსეთისადმი დამატებითი სანქციების შემოღების აუცილებლობას ხედავენ.

ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის გამო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის ჯარები გენოციდის ჩადენაში დაადანაშაულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვის შესახებ ყველა ბრალდება უარყო. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ფოტო და ვიდეომასალა პროვოკაციას წარმოადგენს და "დადგმულია კიევის რეჟიმის მიერ დასავლური მედიისთვის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG