Accessibility links

site logo site logo

სოფელ შრომის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება


სოფელ შრომის კულტურის სახლი, ოზურგეთი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საკუთარ ფეისბუკზე წერს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მდებარე მძიმე მდგომარეობაში მყოფი კულტურის სახლის რეაბილიტაციის მიზნით, პროექტი მომზადდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა ტენდერი. რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 140 000 ლარია.

კულტურის სამინისტროს ცნობით, დაგეგმილია შენობის სრული რეაბილიტაცია, ფასადებისა და შიდა სივრცეების რეაბილიტაცია-გაწმენდა, გამაგრება, აღდგენა, რესტავრაცია, ღობის რეაბილიტაცია, ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა.

სოფელ შრომის კულტურის სახლი 1956 წელს აშენდა. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG