10 აპრილს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ცხრა ჰუმანიტარული დერეფანია შეთანხმებული.
ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ვიცე-პრემიერი და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ირინა ვერეშჩუკი.
მისი ცნობით, გაიხსნება დერეფნები:
- მარიუპოლი - ზაპოროჟიე;
- ბერდიანსკი, ტოკმაკი, ენერგოდარი - ზაპოროჟიე;
- სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, პოპასნაია, გორნოე, რუბეჟნოე - ბახმუტი.
Ukrinform-ის ინფორმაციით, შაბათს, 9 აპრილს, ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით 4 532 მოქალაქის ევაკუირება მოხერხდა.
დაწერეთ კომენტარი