Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ICC შეუერთდა უკრაინის, ლიეტუვის და პოლონეთის ძალისხმევას ომის დანაშაულთა გამოსაძიებლად


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისი უერთდება უკრაინის, ლიეტუვის და პოლონეთის ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფს, უკრაინაში მიმდინარე ომში სისასტიკის შემთხვევების შესწავლის მიზნით.

ICC-ის პროკურორმა, კარიმ ხანმა ორშაბათს ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ამ საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობას და თანამშრომლობას.

ევროკავშირის იურიდიული თანამშრომლობის სააგენტოს, Eurojust-ის განცხადებით, შეთანხმება გზავნის "მკაფიო მესიჯს, რომ ყველა ძალისხმევა იქნება გატარებული მტკიცებულებების ეფექტიანად მოპოვებისთვის მთავარ საერთაშორისო დანაშაულებზე, რომლებიც უკრაინაში იქნა ჩადენილი და დამნაშავეთა სასამართლოს წინაშე წარსადგენად".

განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების მონაწილეობა "შესაძლებელს გახდის სწრაფ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეალურ დროში, პარტნიორ ქვეყნებს შორის, გამოძიებასთან კავშირში".

ხანმა გასულ თვეში განაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას უკრაინაში, იქ გამომძიებლები გაგზავნა და თავადაც მოინახულა დანაშაულთა ადგილები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG