ვრცელდება პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობას სთხოვენ ჩაიკეტოს სივრცე რუსული თვითმფრინავებისა და გემებისთვის.
"უკრაინის ომი არის ჩვენი ომი. ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი თავისი გამანადგურებელი შედეგებით, ჩვენ კარგად გვახსოვს აფხაზეთი. საქართველო ვალდებულია უკრაინას დაეხმაროს ყველა შესაძლო საშუალებებით მათ შორის ისეთი ლეგიტიმური საშუალებებით რომელთა გამოყენების უფლება აქვს ყველა სუვერენულ ქვეყანას.
აღნიშნულიდან გამომდინარე მივმართავთ საქართველოს მთავრობას გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს საზღვაო-საჰაერო სივრცე ჩაუკეტოს რუსულ გემებს და თვითმფრინავებს" - ნათქვამია მანიფესტის ტექსტში.
დაწერეთ კომენტარი