Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ქალზე ძალადობის ბრალდება წაუყენეს


აჩიკო მეფარიძე, მომღერალი
აჩიკო მეფარიძე, მომღერალი

მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობისთვის სისხლის სამართლის კოდექსით ბრალი წაუყენეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა, თუმცა მედიისთვის ამ დრომდე არ ყოფილა ცნობილი.

"რაღაცა არანორმალური სიტყვებით მლანძღა... არ მომცა [საშუალება], რომ კარები გამეღო, ჯერ წიხლი დაარტყა მანქანას, შემდეგ გამოაღო კარი, ჯერ ხელი დამარტყა, ნაოპერაციები ვარ, შემდეგ იგივე ყურზე მუშტი დამარტყა... იმ წუთშივე გამოვიძახე პოლიცია, იქვე მოხდა ფოტოების გადაღება და ჩვენების მიცემა", - ამბობს "რუსთავი 2"-თან საუბარში ლელა ჯუღელი, ქალი, რომელიც მომღერალს ძალადობაში ადანაშაულებს.

მომღერალს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს წაყენებული. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის დაპატიმრებული არ არის.

XS
SM
MD
LG