შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან ლინდემ დღეს, 17 მაისს ხელი მოაწერა ნატოში შვედეთის შესვლის განაცხადს. ხელმოწერას სტოკჰოლმიდან პირდაპირ ეთერში გადასცემდა შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი. როგორც ან ლინდემ თქვა, ეს დიდი, სერიოზული და შვედეთისთვის საუკეთესო ნაბიჯია.
შვედეთამდე ცოტა ხნით ადრე, ნატოში შესვლის ოფიციალური გადაწყვეტილება გამოაცხადა ფინეთმა. ევროკავშირის ამ ორმა სახელმწიფომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა.
ნატოში ფინეთის და შვედეთის მიღებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ივე წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე უარყოფითი პოზიცია აქვს თურქეთს.