დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუს მილიარდერს, რომან აბრამოვიჩს საფეხბურთო კლუბის, „ჩელსის“ გაყიდვის ნება დართო. როგორც BBC წერს, მთავრობამ ლიცენზია მას შემდეგ გასცა, რაც დარწმუნდა, რომ გარიგების პირობები აბრამოვიჩს ან რომელიმე სხვა, სანქცირებულ პირს ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს.
„ჩელსი“ 4.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგად უნდა შეიძინოს კონსორციუმმა, რომელსაც ამერიკელი ინვესტორი ტოდ ბოლი ხელმძღვანელობს.
რომან აბრამოვიჩს, რომელიც საფეხბურთო კლუბს 2003 წლიდან ფლობდა, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მალევე.
2022 წლის მარტის დასაწყისში აბრამოვიჩი აცხადებდა, რომ "ჩელსის" გაყიდვით მიღებულ თანხას უკრაინაში ომით დაზარალებულებს მოახმარდა.