Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტში კენჭს უყრიან პრემიერ-მინისტრ ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეს, 6 ივნისს კენჭს უყრიან „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას.

საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც კენჭისყრას მხარი დაუჭირა ჯონსონის სულ მცირე 54-მა თანაპარტიელმა. კანონის თანახმად, ეს საკმარისია იმისთვის, რომ კონსერვატორთა ფრაქციას პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადება კენჭისყრაზე დაეყენებინა.

ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა, ბრიტანელი კონსერვატორების ნაწილიც მიიჩნევს, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს კორონავირუსის პანდემიის პირველ ეტაპზე მოქმედი ე.წ. ლოკდაუნის დროს გამართული წვეულებებით წესების დარღვევის გამო. პრემიერის რეზიდენციაში 2020 წლის ბოლოს გამართული ერთ-ერთი ასეთი წვეულებისთვის ბორის ჯონსონი დააჯარიმეს კიდეც.

ბორის ჯონსონს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადააყენებენ, თუ დღევანდელი კენჭისყრისას, უნდობლობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს კონსერვატორთა ფრაქციის წევრთა უმრავლესობა - სულ მცირე 180 დეპუტატი. პარლამენტში კენჭისყრა ჩატარდება ლონდონის დროით 18:00-დან 20:00 საათამდე.

XS
SM
MD
LG