Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანის თქმით, შეთანხმების შემთხვევაში შესაძლებელია მის მიერ მიღებული ზომების გაუქმება


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი საიდ ხათიბზადე.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი საიდ ხათიბზადე.

ირანის თქმით, ყველა ზომა, რომელიც მან მიიღო 2015 წლის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებზე უარის სათქმელად, შესაძლოა კვლავ უარყოფილ იქნეს.

თუკი ხვალ ვენაში საბოლოოდ გაფორმდება შეთანხმება, ტექნიკურად შესაძლებელია ირანის მიერ მიღებული ყველა ზომის უკან დაბრუნება“, - უთხრა ჟურნალისტებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საიდ ხათიბზადემ.

გასულ კვირაში ირანმა განაცხადა, რომ გათიშა გაეროს უწყების, ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს რამდენიმე სამეთვალყურეო კამერა, რომლებიც მის ბირთვულ ობიექტებს აკონტროლებდა.

ეს ნაბიჯი გადაიდგა მას შემდეგ, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისლამურ რესპუბლიკას გმობს არასაკმარისი თანამშრომლობისთვის.

სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ გასული კვირის ბოლოს განაცხადა, რომ, მისი სააგენტოს ინფორმაციით, მოიხსნა 27 კამერა და ადგილებზე დარჩა დაახლოებით 40. მან თქვა, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოასასიკვდილო დარტყმამიაყენოს მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის მიღწეული შეთანხმების განახლება. მოლაპარაკებები მარტში შევიდა ჩიხში.

ირანი აცხადებს, რომ გათიშული კამერები არ არის გაეროს სააგენტოსთან შეთანხმების ნაწილი.

ავსტრიის დედაქალაქში გასული წლის აპრილში დაწყებული მოლაპარაკებების მიზანია, შეთანხმებას დაუბრუნდეს აშშ, მათ შორის ირანისთვის სანქციების მოხსნის ხარჯზე, და ირანმა შეასრულოს ადრე ნაკისრი ყველა ვალდებულება.

2015 წლის შეთანხმება ითვალისწინებდა ირანის მიმართ სანქციების შესუსტებას და სანაცვლოდ ირანის მიერ თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვას იმის უზრუნველსაყოფად, რომ თეირანი ვერ შეძლებს ბირთვული იარაღის შექმნას. ირანი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი ხასიათისაა.

აშშ-მა 2018 წელს ცალმხრივი წესით დატოვა შეთანხმება და კვლავ შემოიღო მკაცრი სანქციები, რის შემდეგაც ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა დაიწყო.

XS
SM
MD
LG