Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველად 20 წლის განმავლობაში ევროს კურსი დოლარს თითქმის გაუთანაბრდა


პირველად 20 წლის განმავლობაში, ევრო თითქმის გაუთანაბრდა დოლარს. 12 ივლისის მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე ერთი ევრო 1,0066 დოლარად ფასობს. ამასთან, ევროს კურსი მთელი წლის განმავლობაში განაგრძობს ვარდნას. დოლართან მიმართებით ივნისის შემდეგ ეს ვარდნა შეადგენს 17,8%-ს.

ევროპის ვალუტის კურსის შემცირება, Guardian-ის შეფასებით, უკავშირდება შიშს, რომ რუსეთმა ზაფხულის სარემონტო სამუშაოების შემდეგ, შესაძლოა, აღარ აამოქმედოს გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 1".

ხოლო დოლარის გამყარება ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მკაცრი პოლიტიკით არის გამოწვეული.

XS
SM
MD
LG