Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ძალაში დატოვა რუსული ფეხბურთის დისკვალიფიკაცია


რუსეთის საფეხბურთო კლუბები და ნაკრებები 2022-2023 წლების სეზონში საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ. სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) რუსეთის საფეხბურთო კავშირის აპელაცია განიხილა და ძალაში დატოვა ფიფასა და უეფას მიერ გაზაფხულზე მიღებული გადაწყვეტილება. შედეგად, რუსეთის ქალთა და მამაკაცთა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ყველა შეჯიბრების კარი ისევ დაკეტილია.

საარბიტრაჟო სასამართლომ ცალკე იმსჯელა რუსული კლუბების: „ზენიტის“, „სოჭის“, „დინამოსა“ და „ცსკა“-ს ერთობლივ აპელაციაზე, რომელშიც გუნდები უეფას ევროტურნირებიდან დისკვალიფიკაციის გაუქმებას ითხოვდნენ. სანქცია ამ შემთხვევაშიც ძალაში დარჩა.

ოკუპანტი ქვეყნის კლუბები და ნაკრებები ევროპისა და მსოფლიოს ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციებმა საერთაშორისო შეჯიბრებებს ჯერ კიდევ 28 თებერვალს ჩამოაშორეს. 2 მაისს უეფას აღმასკომმა დაამტკიცა, რომ დისკვალიფიკაცია 2022-23 წლების სეზონშიც გაგრძელდებოდა. 21 ივნისს კი ფიფამ უფლება მისცა რუსეთში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს, შეაჩერონ თავიანთ კლუბებთან გაფორმებული კონტრაქტები 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე.

XS
SM
MD
LG