საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანი და შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს დერეკ შოლეს. როგორც საქართველოს საელჩო იუწყება, საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დაადასტურეს მზაობა აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და 2008 წლის მე-14 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება.
„ამერიკული მხარე მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ ისტორიულ შეხვედრას თბილისში", - ნათქვამია ოფიციალურ ცნობაში.
პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ელჩმა დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 წლიანი პარტნიორობის მანძილზე, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით.
დერეკ შოლე საქარტველოში ვიზითი მიმდინარე წლის მაისში იმყოფებოდა.