Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს უსაფრთხოდ არ მიაჩნია ზაპოროჟიეს აეს-ზე ექსპერტების ჩასვლა კიევის მხრიდან


უკრაინა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. 1 მაისი, 2022 წელი
უკრაინა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. 1 მაისი, 2022 წელი

კიევის მხრიდან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაციის წარმომადგენლების ჩასვლა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ფრონტის ხაზის გადაკვეთით, ძალზედ სახიფათო იქნებოდა - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუვრცელებლობისა და იარაღის კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, იგორ ვიშნევეცკიმ.

ფრონტის ხაზის გადაკვეთა, ეს დიდი რისკია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ერთგვაროვანი შეიარაღებული ფორმირება არაა, ეს ხალხი ნებისმიერი პროვოკაციისთვის იქნება მზად“, - ციტირებს ვიშნევსკის რუსეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "ტასი".

ასე გამოეხმაურა ვიშნევსკი გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენლის, სტეფან დუჟარიკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გაეროს შეეძლო ამ ვიზიტის შუამდგომლობა ეკისრა. ამაზე რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ რუსეთს არ შეუძლია ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

გაერო აცხადებს, რომ არ ბლოკავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვიზიტს უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე. ევროპაში ყველაზე დიდი ელექტროსადგურის მდგომარეობა ომის პირობებში ისევ იწვევს საერთაშორისო საზოგადოების მღელვარებას.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებით, „IAEA-სთან მჭიდრო კონტაქტში, გაეროს სამდივნომ შეაფასა, რომ მას აქვს უკრაინაში ლოგისტიკური და უსაფრთხოების შესაძლებლობები, რათა მხარი დაუჭიროს IAEA-ის ნებისმიერ მისიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, თუ რუსეთი და უკრაინა დათანხმდებიან”.

მას მერე, რაც 42-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, რუსეთს მოუწოდა, რომ გაათავისუფლოს ატომური ელექტროსადგური, მოსკოვმა საპასუხო განაცხადი გააკეთა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების ელექტროსადგურში დაშვებაზე.

„სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით და მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სპეციალისტები მივიდნენ სადგურამდე“, - თქვა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა მარია ზახაროვამ 15 აგვისტოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ კვირაში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიშებმა გაჟონვის საფრთხე შექმნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG