14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსი 12 595 პირს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში ამ ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა.
COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა, წინა კვირასთან შედარებით, მომატებულია. 8 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით კორონავირუსი 12 338 ადამიანს დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში ჩატარებულია 74 171 ტესტი.
დადებითობის მაჩვენებელი:
- ბოლო 7 დღის - 16,98%;
- ბოლო 14 დღის -16,78%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, დღემდე ინფიცირების 1 738 785 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 16 889 ადამიანი.