Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სახალხო დამცველის ძიებაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 2 სექტემბერს


მომავალი სახალხო დამცველის ძიებაში - რა არის სადავო?

„ქართული ოცნება“ მომავალი სახალხო დამცველის კანდიდატურას არ დაასახელებს, თუმცა ერთჯერადად ცვლის ახალი ომბუდსმენის არჩევის წესს.

მმართველი პარტიის ინიციატივა იმაში მდგომარეობს, რომ კანდიდატები არასამთავრობო სექტორის ნაცვლად უნდა შეაფასოს 9-წევრიანმა სამუშაო ჯგუფმა. შემდეგ ამ სიიდან მისაღები კანდიდატურები ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და უფრაქციო დეპუტატებმა უნდა შეარჩიონ. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „ოცნების“ მიერ შეთავაზებული წესი პრობლემურია.

ოპოზიციის ნაწილმა ჯერ კიდევ 30 აგვისტოს თქვა უარი უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და სახალხო დამცველის შერჩევის ახალი წესის განხილვაზე. მათი პოზიციაა, რომ უნდა დარჩეს სახალხო დამცველის არჩევის ძველი წესი, რომელსაც მხარს უჭერენ საერთაშორისო პარტნიორები და რომლის მიხედვითაც პარლამენტმა არასამთავრობო სექტორის მიერ შერჩეული კანდიდატურები უნდა განიხილოს.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სახალხო დამცველის პოსტისთვის საკუთარ კანდიდატურას მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში - ოპოზიციის მხრიდან „პოლიტიკური საბოტაჟის“ შემთხვევაში წარადგენს.

ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვას ესაჭიროება „პარლამენტის რეგლამენტის“ შეცვლა, რაც მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით იგეგმება.

რას გეგმავს „ქართული ოცნება“ და რა არის სადავო? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

სადმე შესვლისას ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვო თუ გავიტანო, ეს არაა ევროპული ცხოვრება - პრეზიდენტი მოსმენების კანონზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ სექტემბერს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რატომ დაადო ვეტო "მოსმენების კანონს". მისი თქმით, ცვლილება მიიღეს დაუსაბუთებლად, აჩქარებულად, არაინკლუზიური კონსულტაციებით, რაც აჩენს ახალ ეჭვს, რომ ეს ძალაუფლების გამყარებისთვის ხდება.

"რა, თუ არა მოსმენები, ეხება ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ სისტემას. აქ გადის გამყოფი ხაზი - ჩვენ ვართ საბჭოთა მემკვიდრეობაში თუ გადავდივართ ევროპულ სისტემაში? არის დაცული ჩვენი პირადი ცხოვრება მოსმენებისგან, თუ არა?

ჩვენ ვიცით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველა, სადმე რომ შევდივართ და რამეს საუბარი გვინდა, ვფიქრობთ, ტელეფონი დავიტოვო თუ გავიტანო. მერე ვძლევთ ამას და ვამბობთ, ჯანდაბა, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ რასაც უნდათ. ეს არაა ევროპული ცხოვრება, არაა ადამიანის უფლებების დაცულობა, ესაა სხვა სისტემა და ჩვენ ამ სისტემიდან უნდა გამოვიდეთ“, - თქვა პრეზიდენტმა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დიდი შვიდეული იმსჯელებს რუსეთის ნავთობის ფასების შეზღუდვის თაობაზე

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ფინანსთა მინისტრები დღეს, 2 სექტემბერს იმსჯელებენ აშშ-ის მიერ წამოყენებულ წინადადებაზე რუსეთის ნავთობის ფასების შეზღუდვის თაობაზე.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, ძლიერი დარტყმა მივაყენოთ პუტინის შემოსავლებს, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ მათ დაცემას, არამედ მსოფლიო ფასების ვარდნას ენერგომატარებლებზე“, - განუცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა კარინ ჯან-პიერმა ჟურნალისტებს.

G7-ის მინისტრები იმსჯელებენ იმაზე, როგორ დაადგინონ რუსული ნავთობის ფასების „ჭერი“, იმსჯელებენ ასევე მისი ტრანსპორტირების შესაძლო დაბლოკვაზე.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს რუსეთის ნავთობს, რამაც გამოიწვია რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტის შემცირება და საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა.

წაიკითხე მეტი.

IAEA ინსპექტორთა ჯგუფმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის შემოწმება დაიწყო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) ექსპერტთა ჯგუფი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რამდენიმე დღეს გაატარებს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, მას მერე, რაც რუსების მიერ ოკუპირებული ატომური ელექტროსადგურიდან უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.

უცნობია, რამდენი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დარჩება ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, თუმცა ისინი კვირამდე ან ორშაბათამდე იმუშავებენ, როგორც რაფაელ გროსიმ განმარტა.

უკრაინის სახელმწიფო ატომური კომპანიის „ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა პეტრო კოტინმა გუშინ თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ელექტროსადგურის მეხუთე რეაქტორი ისევ ჩაირთოს. მისი თქმით, უკრაინის მთავარ პრიორიტეტად ისევ რჩება ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების გვერდზე.

ბჟანია ბიჭვინთაზე: მიწის რაიმე ფორმით გასხვისებაზე ლაპარაკიც ზედმეტია

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა აფხაზურ საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთისთვის ბიჭვინთაში არსებული ობიექტებისა და მიწის ნაკვეთის გადაცემას შეეხება.

ბჟანიას თქმით, აფხაზეთში მიწის არანაირი სახით გასხვისებაზე ლაპარაკიც კი არ არის. განცხადება დე ფაქტო პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული.

"მოგმართავთ, საზოგადოებაში გაჩენილ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რომელიც სპეკულაციებით, ჭორებითა და ბანალური სიცრუითაა გამოწვეული ე.წ „მიწის გაყიდვის“ თემაზე. ჭორებზე კომენტარის გაკეთების გარეშე, ფაქტებს მივმართავ. ქვეყნის მთავარი კანონში - აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ „მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები არის ხალხის საკუთრება, გამოიყენება და დაცულია აფხაზეთის რესპუბლიკაში, როგორც მისი მოქალაქეების სიცოცხლისა და საქმიანობის საფუძველი" ამდენად, აფხაზეთის რესპუბლიკაში მიწის გაყიდვის რაიმე ფორმაზე საუბარი არ შეიძლება. ეს ნორმები ურყევია და არ ექვემდებარება გადასინჯვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

პუტინი არ დაესწრება გორბაჩოვის დაკრძალვას

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სსრკ-ის გარდაცვლილ პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვს მორგში გამოეთხოვა. ის ვერ შეძლებს დაკრძალვაზე დასწრებას, ვინაიდან კალინინის ოლქში გაფრინდა სამუშაო გრაფიკის შესაბამისად. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

წაიკითხე მეტი.

რატომ მარცხდება სასამართლოში წულუკიანის უწყება და რა უჯდება ეს ბიუჯეტს?

კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის და მისი უწყების წინააღმდეგ ამავე სამინისტროდან ერთი წლის წინ გათავისუფლებული თანამშრომლის სასამართლო დავა ყოფილი საჯარო მოხელის გამარჯვებით დასრულდა - მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის სამსახურში უნდა აღადგინონ და შრომითი განაცდურიც გადაუხადონ.

აგვისტოში სასამართლო მოიგო მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემაც. წულუკიანის ბრძანებით სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას სხვა ათობით ადამიანი ასაჩივრებს და სასამართლო სხდომების დანიშვნას ელოდება.

რამდენიმე წლის წინ, წულუკიანს, სასამართლო დავა მოუგეს სამსახურიდან გათავისუფლებულმა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმაც - მაშინ თეა წულუკიანი ამ უწყების ხელმძღვანელი იყო.

„ჯერ გავოცდი. შემდეგ უდიდესი შეურაცხყოფა ვიგრძენი და გავიფიქრე, რას ვეტყოდი ჩემს შვილს, რომლისთვისაც არ მინდოდა ისეთი დედა ვყოფილიყავი, რომელიც გამოცდებს ვერ აბარებს და რომელსაც სამსახურიდან ათავისუფლებენ. საშინელი გრძნობა იყო, ვერ ვხსნიდი რატომ გამიშვეს. რატომ აღარ ვჭირდებოდი იმ სამსახურს, რომელმაც ჩემს პროფესიულ განვითარებაში საკმაოდ დიდი რესურსი ჩადო“, - ასე იხსენებს ერთი წლის წინანდელ ამბავს კულტურის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ახლახან სასამართლო დავა მოიგო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის სამსახურშიც უნდა აღადგინონ და შრომითი განაცდურიც აუნაზღაურონ, დაახლოებით 25 000 ლარი.

რატომ მარცხდება სასამართლოში წულუკიანის უწყება? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

"თუ უნდათ, რომ გადარჩნენ, კარგი დროა, რუსული ჯარი გაიქცეს!.." - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. რა მიმართულებით ხორციელდება უკრაინული კონტრშეტევა და რა მოლოდინი არსებობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG