Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავში 26 წლის ქალი მოკლეს


შემთხვევის ადგილი თელავში
შემთხვევის ადგილი თელავში

თელავში ალაზნის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში, 26 წლის ქალი მოკლეს. გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდო მკვლელი და მოკლული მეგობრები იყვნენ.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ პოლიციამ ერთი პირი დააკავა. უწყებაში სხვა დეტალებზე ჯერ არ ლაპარაკობენ.

გარდაცვლილის ახლობლები ჟურნალისტებს უყვებიან, რომ 26 წლის ქალი შემთხვევის დროს 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა მამაკაცი, რომელიც ქალს 4 თვის განმავლობაში ემუქრებოდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109 მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ მკვლელობის ჩადენას დამამძიმებელ გარემოებაში. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG