Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა დნეპროპეტროვსკის და სუმის ოლქებზე


სარაკეტო დარტყმის ადგილი დნეპროპეტროვსკში. 2022 წლის 10 ოქტომბერი
სარაკეტო დარტყმის ადგილი დნეპროპეტროვსკში. 2022 წლის 10 ოქტომბერი

რუსეთის სამხედრო ძალებმა გამთენიისას სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის და სუმის ოლქებზე. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ერთი რაკეტა მოხვდა ენერგოობიექტს, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რეზნიჩენკოს ცნობითვე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა 3 რაკეტა გაანადგურეს. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, საარტილერიო შეტევა განხორციელდა ნიკოპოლის რაიონის დასახლებულ პუნქტებზე, სადაც დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრო ჟივიცკის ცნობით, სარაკეტო დარტყმა განხორციელდა კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტზე რომენსკის რაიონში. არიან დაშავებულები. კონკრეტულ ობიექტს ჟივიცკი ჯერჯერობით არ ასახელებს.

დღეს დილით შეტევა განხორციელდა კიევის ცენტრზეც. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, რუსმა სამხედროებმა კიევის შევჩენკოს რაიონს ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეუტიეს.

XS
SM
MD
LG