Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში გრძელდება ნანგრევებში ხალხის ძებნა


ე.წ. კამიკაძე-დრონით განხორციელებული დარტყმის ადგილი კიევში. 2022 წლის 17 ოქტომბერი
ე.წ. კამიკაძე-დრონით განხორციელებული დარტყმის ადგილი კიევში. 2022 წლის 17 ოქტომბერი

კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში გრძელდება სამაშველო ოპერაცია. წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ ნანგრევებში რჩება სულ მცირე 2 ადამიანი.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მაშველებმა გადაარჩინეს 18 ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დღეს დილიდან კიევში 4 აფეთქება მოხდა.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების „ცენტრის“ სარდლობის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კიევზე ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეტევა სამხრეთიდან განახორციელეს. სარდლობის ცნობით, სარაკეტო-საზენიტო ქვედანაყოფებმა და ავიაციამ გაანადგურეს 9 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სახმელეთო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო სულ მცირე 2 „კამიკაძე-დრონი“.

XS
SM
MD
LG