Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს ტრიბუნალმა კოსოვოს განთავისუფლების არმიის ყოფილ მეთაურს 26-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა


კოსოვოს განთავისუფლების არმიის ყოფილი მეთაური სალიჰ მუსტაფა სასამართლოზე. 16 დეკემბერი, 2022 წელი
კოსოვოს განთავისუფლების არმიის ყოფილი მეთაური სალიჰ მუსტაფა სასამართლოზე. 16 დეკემბერი, 2022 წელი

კოსოვოს საგანგებო ტრიბუნალმა 16 დეკემბერს განაჩენი გამოუტანა და 26-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კოსოვოს განთავისუფლების არმიის ყოფილ მეთაურს, რომელიც სატუსაღოს განაგებდა სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში, 1998-1999 წლებში.

სალიჰ მუსტაფა დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში, თვითნებურ დაკავებასა და წამებაში. „კოლეგიამ თქვენ მოგისაჯათ 26 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - უთხრა მოსამართლე მაპი ველდტ-ფოლიამ მუსტაფას.

მოსამართლის განცხადება მოჰყვა კოსოვოს სპეციალური პალატის მიერ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას.

კოსოვოს ოლქი 2008 წელს ცალმხრივად გამოეყო სერბეთს. ის საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილმა ცნო. შეიარაღებული კონფლიქტი ალბანელ სეპარატისტებსა და სერბეთს შორის1996 წელს გამწვავდა. კოსოვოელ ალბანელებს სურდათ კოსოვოსა და მეტოხიის დამოუკიდებლობა, რისი კატეგორიული წინააღმდეგი იყო სერბეთი. 1999 წლის მარტში ომში ჩაერია ნატო და დაბომბა სერბეთის ტერიტორია, რის შემდეგაც კოსოვოში განთავსდა საერთაშორისო ძალები.

XS
SM
MD
LG