Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო გიორგი კირთაძის მიმართ დევნის ფაქტზე


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტზე, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში გამოძიება დაიწყო.

„გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს, დღეს, 19 დეკემბერს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

XS
SM
MD
LG