Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა მდინარაძე გიორგი კირთაძეზე თავდასხმას გამოეხმაურა


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე თავდასხმის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ. ის ოპოზიციას რადიკალური ნარატივისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ აგრესიული რიტორიკა ძალადობას შობს. ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველა ძალადობა, ვის მიმართაც უნდა იყოს, დასაგმობი და დაუშვებელია.

„თუ თვითონ ამბობენ, რომ ეს რადიკალური ნარატივი შობს აგრესიას, თავი შეიკავონ, ნუ დაიწყებენ. რას გვთავაზობენ - მოდი, მე შენ აგრესიული რიტორიკით გაგლანძღავ, დაგაბრალებ, „დავაფეიკებ“ ამბავს და შენ პასუხიც კი არ გამცე, ხომ ხედავ რა საშინელებები ხდება?! - ამას გვთავაზობენ?! ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ყველა მათ ამ აგრესიულ, „ფეიკ“ რიტორიკას. იძულებულები ვართ, პასუხი გავცეთ და არაფერ შუაშია ჩვენი შემხვედრი რეაქცია. მართალია ის ამბავი, რომ აგრესიული რიტორიკა შობს აგრესიას. ყველა ძალადობა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, არის დასაგმობი, დაუშვებელი. როდესაც ჩვენი ოპონენტები აქაც „აფეიკებენ“ თავის ნარატივს და ხელისუფლებისკენ იშვერენ ხელს აგრესიული რიტორიკის ფარგლებში, კარგად მოიკითხეთ, ვინ იწყებს აგრესიული რიტორიკით საუბარს, თან ტყუილებზე დაყრდნობით. დავეთანხმები, კი ბატონო, აგრესიული რიტორიკა შობს ძალადობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს, დღეს, 19 დეკემბერს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს, უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG