Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახმუტში ინტენსიური შეტაკებებია, ბევრი უკრაინელი დაუმორჩილებლად ზეიმობს შობას


უკრაინელი სამხედროები ბახმუტის ფრონტის ხაზზე. 25 დეკემბერი, 2022 წელი
უკრაინელი სამხედროები ბახმუტის ფრონტის ხაზზე. 25 დეკემბერი, 2022 წელი

უკრაინის არმიის განცხადებით, "დიდი დანაკარგი" მიაყენეს პრომოსკოვურ ძალებს ინტენსიურ ბრძოლაში, რომელიც გრძელდება აღმოსავლეთის სტრატეგიულ ქალაქ ბახმუტსა და მის გარშემო. უკრაინის არმიის წარმომადგენლის თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოკლულ იქნა ათობით რუსი სამხედრო.

არმიის განცხადებებს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის საშობაო მიმართვა, რომელშიც ის გამოვიდა პირობით, რომ ქვეყანას "თავისუფლება დაუბრუნდება". მანამდე ხერსონის რეგიონში რუსეთმა მორიგი დარტყმები განახორციელა, რასაც ემსხვერპლა სულ მცირე 16 ადამიანი, დაიჭრა 60-ზე მეტი.

პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუში თქვა, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებისთვის ომში ჩართულ ყველა მხარესთანო, თუმცა განაცხადა, რომ მოლაპარაკებაზე უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები ამბობენ უარს. პუტინს წარსულშიც განუცხადებია, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ აშშ და დასავლეთის სხვა წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის ლიდერს მოლაპარაკებისთვის არ გამოუვლენია რეალური ნება, იმ ფონზეც, როცა მის ძალებში მნიშვნელოვანი დანაკარგები იყო უკრაინის კონტრშეტევების შედეგად ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში.

ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ სურს ომი მალე დასრულდეს, თუმცა მოითხოვს რუსეთმა გაიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის არეალებიდან, რომლებსაც კრემლი და მისი მოკავშირეები დაეპატრონნენ 2014 წელს,

25 დეკემბერს მსოფლიოს ბევრი ქრისტიანი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. უკრაინელთა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და ისინი შობას საუკუნეების განმავლობაში ზეიმობდნენ 7 იანვარს, ისევე, როგორც რუსეთში. თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავის მრევლს უფლება მისცა შობა 25 დეკემბერს აღნიშნონ, დასავლეთის სამყაროს დიდ ნაწილთან ერთად.

XS
SM
MD
LG