Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში 17 იანვარს დაუსწრებლად დაინიშნა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ციხანოუსკაიას სასამართლო


სვიატლანა ციხანოუსკაია, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი
სვიატლანა ციხანოუსკაია, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი

მინსკის საქალაქო სასამართლომ 17 იანვარს დაუსწრებლად დანიშნა ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსკაიას და მისი რამდენიმე მოკავშირის სასამართლო პროცესი, განაცხადა ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ 3 იანვარს.

განსასჯელებს ბრალად ედებათ სამშობლოს ღალატი, მასობრივი არეულობები, ექსტრემისტული ჯგუფის შექმნა, ძალაუფლების მოსაპოვებლად შეთქმულებაში მონაწილეობა და ბელარუსისთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებისკენ მოწოდებით გამოსვლა.

ციხანოუსკაია, რომელიც აცხადებს, რომ გაიმარჯვა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამჟამად ლიეტუვაში ცხოვრობს. სასამართლო სხდომის გახსნის მომენტში ის, სავარაუდოდ, შვეიცარიაში, დავოსში იქნება და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG