Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე, რომელიც კელიაში გაჩენილი ხანძრით დაშავდა


არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე
არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე

ქუთაის-გაენათის ეპარქია იუწყება, რომ დღეს, 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი იოსებ ბურჯანაძე. არქიმანდრიტმა დაზიანებები კელიაში გაჩენილი ხანძრით დაახლოებით ორი კვირის წინ მიიღო.

"გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები", - წერია ქუთაის-გაენათის ეპარქიის სახელით გავრცელებულ მიმართვაში.

კელიაში ხანძრის გაჩენის შესახებ ინფორმაცია ამავე ეპარქიამ 16 იანვარს გაავრცელა.

"გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლის საბანს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო ცეცხლი მოედო მთელ ოთახს. შემთხვევით, თავისი სენაკიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა იოსებმა დაინახა გაჩენილი ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მაშინვე შევიდა სტუმრების სენაკში და გამოიტანა ალმოდებული საბანი, რომლისგანაც მის სამოსელსაც გადაედო ცეცხლი...

ვიდრე სამაშველო და სასწრაფო დახმარების მანქანები მოვიდოდნენ, ბერები შეეცადნენ თავიანთი ძალებით ჩაექროთ ხანძარი. არქიმანდრიტი იოსები მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში", - ასე აღწერდა ეპარქია იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს.

არქიმანდრიტს სხეულის 50 პროცენტის დამწვრობა ჰქონდა. ის ჯერ ქუთაისში მკურნალობდა, შემდეგ კი მისი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG