Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 11% იქნება


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არ შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთი და კვლავ 11 პროცენტი იქნება. კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს, 1 თებერვალს, მიიღო.

გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზითაა ახსნილი:

  • "საქართველოში წლიურმა ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და შემცირების ტენდენცია აქვს, რასაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე წნეხის ეტაპობრივი განეიტრალება განაპირობებს";
  • "საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულებაც კლებას განაგრძობს და დეკემბრის მონაცემებით თითქმის პანდემიამდელ დონეს დაუახლოვდა";
  • "მთლიანი ინფლაციის შემცირებას მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნება და ფისკალური კონსოლიდაციაც უწყობს ხელს".

"საერთაშორისო ბაზრების პოზიტიური ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, თუმცა მიმდინარე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და არსებული რისკები ინფლაციაზე, ძირითადად, ზრდის მიმართულებით მოქმედებს", - განმარტებულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეფინანსირების განაკვეთად 11-პროცენტიან ნიშნულს ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტის შემდეგ მაღალი ინფლაციის გამო ინარჩუნებს - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ან შემცირება ინფლაციის დონეზე ახდენს გავლენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG