Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედოფილიაში სავარაუდო ბრალდებულს გორის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა


ფოტო არქივიდან, გორის რაიონული სასამართლო
ფოტო არქივიდან, გორის რაიონული სასამართლო

გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემთხვევა შიდა ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა და სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 7 წლის ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ბავშვის ოჯახის ახლო ნათესავია.

არსებული ინფორმაციით, მოზარდმა ძალადობის შესახებ სკოლის მანდატურს 31 იანვარს შეატყობინა, რომელმაც საქმის კურსში დირექტორის მოადგილე ჩააყენა, მან კი ოჯახს და პოლიციას აცნობა. ცნობილია, რომ ბავშვი სპეციალური საჭიროებების მქონე პირია. ის სამი დღეა სკოლაში აღარ დადის.

სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთან მუშაობის პროცესში ჩაერთო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.

სააგენტოს ცნობით, „სოციალურმა მუშაკმა გასწია საპროცესო წარმომადგენლობა, მოზარდი იმყოფება ბიოლოგიურ ოჯახში. ბავშვთან მუშაობს ფსიქოლოგი. სააგენტოს სოციალური მუშაკი აგრძელებს მუშაობას ოჯახთან, შეფასების შედეგად გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სააგენტოს მხრიდან განხორციელდება ყველა საჭირო ღონისძიება", - აცხადებენ სააგენტოში.

XS
SM
MD
LG