Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვაგნერის" ხელმძღვანელი: ინტენსიური ბრძოლაა უკრაინაში, ბახმუტის ჩრდილოეთით


ევგენი პრიგოჟინი, რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის", დამაარსებელი
ევგენი პრიგოჟინი, რუსული გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის", დამაარსებელი

რუსეთის კერძო გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის", დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს უკრაინის ქალაქ ბახმუტის ჩრდილოეთ მხარეს. ბახმუტი უკვე რამდენიმე კვირაა, რუსეთის ძალების სამიზნეა.

პრიგოჟინის თქმით, მისი სამხედროები "იბრძვიან ყოველი ქუჩის, ყოველი სახლის, კიბის ყოველი უჯრედისთვის" უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც უკან არ იხევენ.

რუსეთის ძალები უკვე კვირებია, ცდილობენ ბახმუტის ალყაში მოქცევას და მის დაკავებას და, როგორც ჩანს, ნელ, რთულ და დანაკარგებიან პროგრესს აღწევენ.

XS
SM
MD
LG